განვმარტავთ და გავაშუქებთ
ისე, როგორც გვინდა
ქართულ-რუსული 2011 წლის შეთანხმების
რუსული ინტერპრეტაცია
საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს სავაჭრო შეთანხმება გაფორმდ
2011 წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" სახელითაა ცნობილი.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა განხორციელდება სამი დერეფნის გავლით. ამ დერეფნების დასაწყისში განთავსდებიან ეროვნული საბაჟო სამსახურის ოფიციალური პირები - რუსეთის ტერიტორიაზე რუსი მებაჟეები, საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მებაჟეები და ნეიტრალური კომპანიის წარმომადგენლები.
ცხინვალის ტერიტორია
ზემო ლარსის მოქმედი გამშვები პუნქტის ტერიტორია
აფხაზეთის ტერიტორია
Ამის შემდეგ, ნოემბრიდან მოყოლებული, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები აქცენტს აკეთებს შეთანხმების ისეთ ნაწილებზე, რომლებიც, მათი ლოგიკით, ხაზს უსვამს ხელშეკრულების ღირებულებას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.
თუ ბატონი ლუკაშევიჩი ან სხვა კომენტატორი ამ შეთანხმებაში იპოვის ისეთ ტერმინებს, როგორიც არის საბაჟო ტერმინალი ან საექსპორტო დეკლარაცია, ვთხოვდი, რომ გვაჩვენონ, სად არის ეს აღნიშნული.
— სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 2011 წელი
2018 წლის 25 იანვარს გამოცემა კომერსანტთან მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა აღნიშნული შეთანხმება დაასახელა დოკუმენტად, რომელიც ნათელს ჰფენს 2008 წელს წარმოქმნილ ბუნდოვანებას, თუ სად გადის საქართველოს საბაჟო საზღვარი.
შეთანხმებაში ვკითხულობთ საქართველოს მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებაზე,
რუსული ოკუპაციის "აბსურდული კონცეფციის "propaganda cliché"-დ გამოყენებაზე და სხვა საკითხებზე, თუმცა ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ერთ ნაწყვეტზე:
"2011 წლის შეთანხმებამ ამ [საქართველოს საზღვრის] საკითხში საჭირო სიცხადე შეიტანა, ეს საერთაშორისო ხელშეკრულება განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვე)"
შეთანხმების რუსული ინტერპრეტაციის განხილვამდე ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციას:
1
საქართველოს და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის დაარსებაზე შეთანხმებით ვაჭრობის კონტროლი უნდა განხორციელდეს ტერმინალებში, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში და შესასვლელში.
2
საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წელს, დოკუმენტის ხელმოწერისთანავე განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია, რადგან ფსოუზე და როკის გვირაბთან დამოუკიდებელი დამკვირვებლები დადგებიან.
3
საზოგადოების ნაწილმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე ზოგიერთმა რუსმა ექსპერტმა შეთანხმება დაგმეს, რადგან რუსეთმა ის ისე გააფორმა, რომ სოხუმის და ცხინვალის აზრი არ უკითხავს. ეს კი აღქმულ იქნა, როგორც რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების სუვერენიტეტის უპატივცემულობა.
4
საქართველომ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა ხელშეკრულების იმპლემენტაციის დაწყების მზაობა, რაც კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა 2017 წლის 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია Societe Generale de Surveillance (SGS)-თან სათანადო კონტრაქტის გაფორმებით. რუსეთმა მხოლოდ 2018 წლის 18 მაისს მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.
რუსულ მედიაში შეთანხმების გარშემო ვრცელდება:

- ინტერპრეტაცია საქართველოს საბაჟო სივრცის განსაზღვრაზე

- ინტერპრეტაცია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაფორმალური აღიარებაზე

აზრთა მრავალფეროვნება გამოიწვია სხვაობამ
„ტვირთების მონიტორინგის" და „საბაჟო შემოწმების" ცნებებს შორის.

ის, რომ ქართველი მებაჟეები მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსდებიან,
რუსეთის პოლიტიკური ელიტის და სხვადასხვა წყაროს მიერ შეფასებულია, როგორც
საქართველოს საბაჟო სივრცის განსაზღვრა.
სხვა სიტყვებით, რუსეთის ხელისუფლება და მედია ამტკიცებს, რომ საქართველომ, ერთი მხრივ, ზუგდიდში, ხოლო, მეორე მხრივ, გორის სიახლოვეს საბაჟო პუნქტების განლაგებით ხელი მოაწერა მისივე სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრას, როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან.

ამდენად, კარასინის ინტერვიუდან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს 2011 წლის ხელშეკრულება გაასაღოს, როგორც საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრაქტიკული ირიბი აღიარება.

-
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების ჟენევაში 2019 წლის 6 თებერვლის შეხვედრის წინ რუსულმა მედიამ კამპანია წამოიწყო იმის დასამტკიცებლად, თითქოს საქართველომ პოზიცია შეიცვალა.
მაგალითად:
ახალი საბაჟო საზღვრები
4 თებერვალს რუსულმა გამოცემა "კომერსანტმა" გამოაქვეყნა
სტატია შეთანხმების ახლო მომავალში ამოქმედების შესახებ. როგორც ინკოგნიტო რუსმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, „შეთანხმების მთავარი არსი ისაა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ახალი საბაჟო საზღვრები დაფიქსირდა."
დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიები
მეორე რუსულმა გამოცემა ლენტა.რუ-მ
რუბრიკა Бывший СССР-ში მოიყვანა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველო პრაქტიკულად პოზიციებს თმობს:
„არსებითად, შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიები".


დე ფაქტო აღიარება
„საქართველო რუსეთის წინაშე მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის", – ასეთი სათაურით გამოვიდა ანალიტიკური სტატია რუსულ საქმიან გამოცემა „ვზგლიად"-ში.



ВЗГЛЯД
2019
"კომერსანტი", 4 თებ. 2019
ვაჭრობის მხარეების განსაზღვრა - მორიგი მცდარი 'განცხადება'
ინკოგნიტო რუსი დიპლომატის განცხადებით შეთანხმების სათაურშიც კი არ ჩანს, ამოღებულია, თუ ვინ არიან ვაჭრობის მხარეები. შესაბამისად, რუსეთის განმარტებით, სახეზეა ვაჭრობის სამი მხარე: საქართველო-რუსეთი, საქართველო - ცხინვალი და აფხაზეთი და რუსეთი - ცხინვალი და აფხაზეთი.

სინამდვილეში, შეთანმხების სათაური და ტექსტიც, როგორც ქართულად, ისე რუსულად, ნათლად განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების მხარეები მხოლოდ საქართველო და რუსეთი არიან.
2011 წლის ხელშეკრულებაში საერთოდ არაა ნახსენები
არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი (შესაბამისად, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი), არამედ, მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატებია მითითებული.
ამასთან, შეთანხმება თავისთავად არ ითვალისწინებს სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნას რომელიმე მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებოდ განაცხადა, რომ 2019 წლის 6 თებერვლის შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე რაიმე საბაჟო პუნქტების განლაგების განხილვა არ იგეგმებოდა და ამ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდა.
ფოტოზე მოცემული ბმული - finance.rambler.ru წარმოადგენს ერთ-ერთ რუსულ ონლაინ გამოცემას, რომელმაც გაავრცელა დეზინფორმაცია.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან"
დავით ზალკანიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სინამდვილეში შეთანხმებაში არსადაა ნახსენები საქართველოს საბაჟო სივრცე.
შეთანხმება ზუგდიდისა და გორის სიახლოვეს პუნქტების აღნიშვნით გვთავაზობს სავაჭრო დერეფნის (და არა საბაჟო სივრცის) შესასვლელსა და გამოსასვლელს, რაც განსხვავდება საბაჟო სივრცისგან როგორც ტერმინოლოგიურად, ისე შინაარსობრივად.
გარდა იმისა, რომ რუსული მედია შეთანხმების მიზანმიმართულ არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, მეორე მხრივ, ასევე, არ აშუქებს, რომ სამ დერეფანში რუსეთიდან შემოსული ყველა საქონელი ექვემდებარება 2011 წლის შეთანხმებას, ასევე, კრემლი არ განმარტავს, თუ როგორ აიხსნება პოლიტიკური თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესული სავაჭრო ტვირთების შესახებ ინფორმაცია თბილისს ეცნობება
(მესამე მხარის, შვეიცარიული კომპანიის მეშვეობით).
შესაბამისად, რუსული ინტერპრეტაცია და მისი ამგვარი გაშუქება საკითხის პოლიტიზირებისა და შეთანხმების საბოლოო ამოქმედების შეფერხებისკენაა მიმართული.
|
საქართველოს საბაჟო სივრცე მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ხოლო ამ ტერმინალების ადგილმდებარეობა არანაირად არ განსაზღვრავს ქვეყნის საბაჟო სივრცეს.
თათია ნიკვაშვილი, 2019
წარმოდგენილი მასალა იზიარებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website